“კარფურის” საზაფხულო გათამაშება იწყება! სიურპრიზი 2 პერსონისთვის ყველა ფილიალში!

8

დღეიდან, კარფურის ერთგულ მომხმარებლებს, ყველა ფილიალში დიდი სიურპრიზი ელით. მაი ქლაბის ბარათის ან აპლიკაციის მფლობელებს, ან კიდევ მათ, ვინც გახდება მაი ქლაბის წევრი, შანსი აქვთ, 2 არაჩვეულებრივი დღე სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ან სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ წინანდალში“ გაატარონ. საგზური გათვალისწინებულია 2 პერსონაზე.

მართალია გათამაშება 15 ივლისიდან 15 აგვისტომდეა, მაგრამ საგზური წლის ბოლომდე მოქმედებს და კარფურის იღბლიან მომხმარებელს შეუძლია ის ნებისმიერ დროს გამოიყენოს.

არის ასეთი საინტერესო პირობა, რაც ამ საგზურის მოგებას მოყვება: ის, ვინც საგზურს თბილისში ან რუსთავში მოიგებს, 2 დაუვიწყარ დღეს ბათუმის „შერატონში“ გაატარებს, ხოლო ბათუმის იღბლიანები კახეთის „რედისონს“ ეწვევიან.

რაც ძალიან მნიშვნელოვანია:  კარგად უნდა დააკვირდეთ ქვითარს, სწორედ ქვითარზე ამოვა თქვენი სიურპრიზი.

მაშ ასე,  დღეიდან კარფურის საზაფხულო გათამაშება იწყება!

ყოველდღე თამაშდება 2 საგზური!

15 ივლისიდან – 15 აგვისტომდე, გაატარეთ „მაი ქლაბი“ და მიიღეთ შანსი მოიგოთ 2 დღიანი ტური 2 პერსონაზე სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ან სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ წინანდალში“.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ქსელს საქართველოში Majid Al Futtaim-ი წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი ფრანგული ბრენდის რეგიონალური ფრანშიზის ექსკლუზიური მფლობელია, რომელიც ახლო აღმოსავლეთის, აფრიკისა და აზიის 37 ქვეყანაში კარფურს წარმოადგენს. Majid Al Futtaim-ი კარფურის 270-ზე მეტ მაღაზიას ფლობს, დღეში 750,000-ზე მეტ მომხმარებელს ემსახურება და 37,000-ზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული.

ბრენდის მიზანია, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე.

2012-ში ქართულ ბაზარზე შემოსვლა კარფურისთვის სტრატეგიული ნაბიჯი იყო. კომპანიამ საქართველოში კარგი განვითარების პერსპექტივა დაინახა და დღეისათვის საქართველოში კარფური 21 მაღაზიითა და 2000-ზე მეტი თანამშრომლით არის წარდგენილი.

კარფური განაგრძობს გაფართოების შესაძლებლობათა ძიებას, რათა შოპინგის უნიკალური გამოცდილება კიდევ უფრო მეტ მომხმარებელს შესთავაზოს. რაც შეეხება გაფართოებას, უახლოეს მომავალში კარფურის ფილიალები გორსა და ზუგდიდში გაიხსნება.

აქვე შეგახსენებთ, რომ საკუთარ იუბილეზე „კარფურმა“ 7 წლიანი სიყვარულის დასტურად, ერთგული მომხმარებლისთვის დაგროვების პროგრამა შემოიღო.

  1. იმისათვის რომ გახდე “მაი ქლაბ”-ის წევრი, საჭიროა დარეგისტრირდე “Carrefour Georgia”-ს აპლიკაციაში რომელიც ხელმისაწვდომია Play store-სა და APP store-ში.
    2. დარეგისტრირდით და დაიწყეთ „მაი ქლაბ“ ბარკოდის გამოყენება სალაროსთან მისი წარდგენით კარფურში ყოველი ვიზიტისას, ან მიიღეთ “მაი ქლაბ” ბარათი კარფურის მაღაზიებში.
    3. “მაი ქლაბის” ანგარიშზე დააგროვებთ: 1 ქულას ყოველ დახარჯულ 1 ლარზე, “მაი ქლაბის” შერჩეულ კატეგორიებზე.
    4. 100 ქულა = 10 ლარს.
    5. ქულების გასახარჯად ანგარიშზე უნდა იქონიოთ მინიმუმ 100 ქულა.
    6. დააგროვე მეტი, დაზოგე მეტი!
Comments
Loading...