კარლოს გონმა Renault-ს მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა

6

კარლოს გონმა 23 იანვრის საღამოს კომპანია Renault-ს მმართველობის თავმჯდომარისა და მთავარი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში საფრანგეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა ბრიუნო ლე მერმა განაცხადა.

კომპანიის ახალი CEO კი ტიერი ბოლორე გახდება, რომელიც პოსტზე მოვალეობის შემსრულებლად 2018 წელს, იაპონიაში კარლოს გონის დაკავების შემდეგ დაინიშნა. მმართველობას კი სათავეში Michelin-ის პრეზიდენტი ჟან-დომინიკ სენარი ჩაუდგება.

კარლოს გონი, რომელიც Nissan Motor-ის ხელმძღვანელიც იყო, იაპონიაში გასული წლის 19 ნოემბერს, შემოსავლების დაფარვისა და კომპანია Nissan-ის აქტივების პირადი მოხმარების მიზნით გამოყენების ბრალდებით დააკავეს.

დაკავებიდან რამდენიმე დღეში კი, ავტომობილების მწარმოებელი იაპონური კომპანიის დირექტორთა საბჭომ მისი პოსტიდან გადაწყვეტილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გონთან ერთად, იაპონიის ხელისუფლებამ აგრეთვე დააკავა მისი მრჩეველი გრეგ კელი, Nissan-ის ერთ-ერთი დირექტორი.

გასული წლის დეკემბერს, იაპონიის პროკურატურამ განაცხადა, რომ მას, 8წლის განმავლობაში დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლის დაფარვაში ედება ბრალი. მოგვიანებით კი მის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გამოჩნდა: იგი კომპანია Nissan-ის ანგარიშზე პირად ფინანსურ დანახარჯებს წერდა, რამაც საბოლოო ჯამში 16 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

Comments
Loading...