კარლოს გონმა “ავტოვაზის” აქციონერების დირექტორთა საბჭო დატოვა

6

ალიანს Renault-Nissan-ის ყოფილმა პრეზიდენტმა კარლოს გონმა მაისში Alliance Rostec Auto B.V. – ნიდერლანდური Renault-ს და „როსტეხის“ დირექტორთა საბჭო დატოვა. „როსტეხის“ მფლობელობაში შედის „ავტოვაზის“ 100%.

მას შემდეგ, რაც კარლოს გონი, ფინანსური მაქინაციების გამო იაპონიაში დააკავეს, მან ალიანს Renault-Nissan-ისა და სხვა, მის მიერ დაარსებული ყველა კომპანიის თანამდებობა დატოვა. თუმცა, ამ ყველაფერს გავლენა არ მოუხდენია კომპანიის ოპერაციულ საქმიანობაზე.

კარლოს გონი 2018 წლის ნოემბერში, ფინანსური კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით დააკავეს. გამოძიება მიიჩნევს, რომ მან, 2010 წლიდან მოყოლებული, Nissan-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტის მეშვეობით შემოსავლების დაფარვა მოახერხა და ქონების მხოლოდ ნახევრის – დაახლოებით 89 მილიონი აშშ დოლარის დეკლარირება მოახდინა.

მიმდინარე წელს კი, კარლოს გონი ახალი ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. პროკურატურა დაინტერესდა Renault-Nissan-ის სარეზერვო ფონდებიდან 34 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის მქონე გადასახადებით, რომელიც 7 წლის განმავლობაში იქნა გადახდილი. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული თანხის ნახევარი შესაძლოა გონის იახტას მოხმარებოდა.

კარლოს გონი დანაშაულს არ აღიარებს და ყოფილ კოლეგებს მის წინააღმდეგ შეთქმულებების მოწყობაში ადანაშაულებს. იგი ამ ეტაპზე, გირაოს შეტანის შედეგად ერთი წლით თავისუფალია.

Comments
Loading...