კანადაში Huawei-ს ფინანსური დირექტორი დააკავეს

6

კანადაში, აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნით Huawei Technologies-ის ფინანსური დირექტორი ვანჩჟოუ მენი დააკავეს, რომელის ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების დარღვევაში ედება ბრალი. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მენი ვანკუვერში ჯერ კიდევ 1 დეკემბერს დააკავეს. აშშ-ს მისი ექსტრადიცია სურს, ვინაიდან იგი ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებას ცდილობდა. ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა სახით ცდილობდა იგი ამის გაკეთებას, კანადის იუსტიციის სამინისტრო არ იტყობინება.

კომპანიაში აცხადებენ, რომე მენი კანადაში, რეისიდან სხვა ფრენაზე გადაჯდომისას აიყვანეს. მის წინააღმდეგ საქმე ნიუ-იორკის სასამართლოშია აღძრული. საქმის დეტალების შესახებ ინფორმაცია კომპანიას არ გაუვრცელებია.

ჩინეთის საელჩო, თავისი მოქალაქის კანადის მიერ დაკავების ფაქტს აპროტესტებს.

აპრილში მედიამ შეიტყო, რომ აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება Huawei-ს საქმიანობასთან დაკავშირებით. გამოძიება ამერიკის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობის გამო დაიწყო.

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ სანქციები მას მერე დააწესა, რაც 2015 წელს გაფორმებული „ბირთვული შეთანხმება“ დატოვა. აღნიშნული სანქციები ეხება ირანის ეკონომიკის ენერგეტიკისა და ფინანსურ სექტორს. მთლიანობაში, სიაში 700 ფიზიკური და იურიდიული პირია შეყვანილი.

Comments
Loading...