კანადაში Huawei-ის ფილიალის ტოპ-მენეჯერმა თანამდებობა დატოვა

14

კანადაში, კომპანია Huawei-ის ფილიალის ერთ-ერთმა ტოპ-მენეჯერმა – კორპორატიული ურთიერთობების ვიცეპრეზიდენტმა სკოტ ბრედლიმ, 7-წლიანი მუშაობის შემდეგ თანამდებობა დატოვა.

კომპანიის კანადური ფილიალის პრეზიდენტმა ერიკ ლიმ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ბრედლი ომპანიაში მუშაობას სპეციალური კონსულტანტის როლში გააგრძელებს. თავად ბრედლი კი აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება არ იყო უეცარი, თუმცა ამის გამომწვევი მიზეზები ცნობილი არ არის.

დეკემბრის დასაწყისში, ვანკუვერში, აშშ-ის მოთხოვნით დააკავე Huawei Technologies-ის ფინანსური დირექტორი მენ ვანჩჟოუ. მას ბრალად ედება აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების წინააღმდეგ წასვლა.

როგორც აშშ-სა და ევროპის რეგულატორები მიიჩნევენ, Huawei-ს პროდუქცია შესაძლოა საფრთხეს წარმოადგენდეს მომხმარებლისთვის, ვინაიდან პეკინი ტექნოლოგიური კომპანიებისგან დაზვერვის ორგანოებთან თანამშრომლობას მოითხოვს, თავად კომპანიაში კი ამას უარყოფენ.

Comments
Loading...