კანადაში ვერტიკალური დიზაინის მქონე კუპიურას ჩაუშვებენ მიმოქცევაში

15

კანადაში, მიმოქცევაში ჩაუშვებენ 10 კანადური დოლარის ნომინალური ღირებულების კუპიურას, რომლის დიზაინიც ვერტიკალური იქნება. ამის შესახებ ოფიციალურ განცხადებას კანადის ბანკი ავრცელებს.

კუპიურაზე გამოსახულია ვიოლა დესმონდი, რომელიც ქვეყანაში, XX საუკუნეში რასობრივი სეგრეგაციის წინააღმდეგ იბრძოდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კუპიურის მიმოქცევაში ჩაშვების ცერემონია დღეს, ადამიანის უფლებათა მუზეუმში, ვინიპეგში გაიმართება.

დესმონდმა პოპულარობა 1946 წელს, ახალ შოტლანდიაში, კინოთეატრში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მოიპოვა. როგორც წესი, მაშინ კინოთეატრში ძირითადად თეთრკანიანი მაყურებლები ისხდნენ. მას კი მიყიდეს ბილეთი, რომლის ადგილიც აივანზე იყო. დესმონდმა მაინც სცადა პარტერში დაჯდომა, რის გამოც იგი პოლიციამ დააკავა. ახალ შოტლანდიაში რასობრივი სეგრეგაცია კანონით 1956 წელს აიკრძალა.

ნოემბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ინგლისის ბანკი ახალი, 50 ფუნტი სტერლინგის ნომინალური ღირებულების ახალი ბანკნოტის ჩაშვებას აპირებდა. კუპიურა დიდი ბრიტანეთის მიერ მეცნიერებაში შეტანილ წვლილს მიეძღვნა. 14 დეკემბრამდე, ქვეყნის მოქალაქეებს, ბანკნოტზე გამოსახვის მიზნით სხვადასხვა მეცნიერის კანდიდატურის შეთავაზება შეუძლიათ.

Comments
Loading...