კაზრეთის ხიდის რეაბილიტაცია

29

მესამე კვირაა ,,არემჯის“ დაკვეთით, დაბა კაზრეთის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული ხიდი დაბასთან ერთად-ერთი დამაკავშირებელი საშუალებაა, ამიტომ პროექტი მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ,,არემჯის“ თანამშრომლებისათვის.

ხიდის რეაბილიტაციის პარალელურად, კომპანიის დაფინანსებით იგეგმება ცენტრალური მაგისტრალიდან კაზრეთის მიმართულებით მიმავალი გზის ორი მონაკვეთის რეაბილიტაციაც. პროექტი ჯამში 2 კმ.- მდე გზის მონაკვეთზე ბეტონის ახალი საფარის დაგებას ითვალისწინებს.

ხიდის რეაბილიტაციას კომპანია ,,მშენებელთა ჯგუფი“ ახორციელებს. მათი ინფორმაციით, სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება. საახალწლოდ კაზრეთის მოსახლეობა, ახალი რეაბილიტირებული ხიდით შეძლებს სარგებლობას. ხიდის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 200 000 ლარს აღემატება.
კობა მენაბდიშვილი – „არემჯის“ წარმოების დირექტორი:

„როგორც ადგილზე ვნახეთ, კაზრეთის ხიდის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. გზის ცალ მხარეს უკვე დაიგო რკინა-ბეტონის საფარი. მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ფეხით მოსიარულეთათვის, ტროტუარის მოწყობასაც ითვალისწინებს. ხიდის რეაბილიტაციის პროცესში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოხდება შიდა გზის კიდევ ორი მონაკვეთის გარემონტება. სასიხარულოა, რომ ახალი წლიდან, ადგილობრივი მაცხოვრებლები და ჩვენი თანამშრომლები გამართული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ.”

Comments
Loading...