“კავკასუს ონლაინი” და Tik Tok – ანუ რა ხდება აშშ-ში, როცა სახელმწიფო ბიზნესს ავიწროვებს (ლევან ალაფიშვილის მიმოხილვა)

16

კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი ამერიკაში ტიკტოკის საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შესახებ წერს:

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება #tiktok საქმიანობის შეჩერების შესახებ კოლუმბიის ოლქის მოსამართლემ 2 დღის წინ შეაჩერა.
მოსამართლის გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი კონსტიტუციით დაცული ადმინისტრაციული წარმოების, გასაჩივრებისა და სასამართლოში საქმის არსებითად განხილვის უფლებების დარღვევა იყო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილების აღსრულების შემთხვევაში #tiktok -ს მიერ დავის წარმოება უკვე აზრს კარგავდა, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება უკვე აღსრულებული იქნებოდა და საქმიანობა გაჩერებული.
სწორედ ასეთივე ანტიკონსტიტუციური რეგულაცია ჩაწერა ჩვენმა პარლამენტმა კომუნიკაციების კანონში, რითაც ოპერატორებს და უმთავრესად #კავკასუსონლაინი -ს კომისიის მიერ სანქციის გამოყენებისას არ ექნებათ სასამართლოში დავის არსებითი განხილვის საშუალება”, – წერს ლევან ალაფიშვილი.
ამერიკელი მოსამართლის განჩინება
Comments
Loading...