- Advertisement -

ირანმა საკუთარი წარმოების გამანადგურებლის მასობრივი წარმოების დაწყების შესახებ განაცხადა

6

ირანმა საკუთარი წარმოების Kowsar-ის უახლესი გამანადგურებლების წარმოება დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ამირ ხათამმა განაცხადა.

“ძალიან მალე, მსგავსი თვითმფრინავების საჭირო რაოდენობა იქნება მზად, რომლებსაც ირანის თავდაცვის ძალებს გადავცემთ”, – აცხადებს უწყების ხელმძღვანელი.

მინისტრის თქმით, ირანის არმიის სამხედრო-საჰაერო ძალების სპეციალისტების დახმარებით, ქვეყანამ მალევე დაძლია შექმნილი ბარიერები და მოახერხა დაწესებული სანქციებით გამოწვეული ზიანის მაქსიმალურად შემცირება სხვადასხვა სექტორში.

“დღეს ჩვენ ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ნაციონალური უსაფრთხოებისთვის, ისლამური რევოლუციის ღირებულებების შენარჩუნებისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრების დაცვის მიზნით ძალისხმევას არ დავიშურებთ, რათა სრულყოფილებამდე მივიყვანოთ ჩვენი თავდაცვითი ტექნოლოგია”, – აცხადებს მინისტრი.

გამანადგურებელი Kowsar პირველი უახლესი სამხედრო თვითმფრინავია, რომელიც ირანელმა სპეციალისტებმა დააპროექტეს და ააგეს.

Comments
Loading...