ირანმა, ნავთობის ფასების შემცირება ბარელზე 40 აშშ დოლარამდე დააანონსა

10

იმისათვის, რომ არ მოხდეს ნავთობის ჭარბი რაოდენობით დაგროვება, მისი მოპოვება დღეში 1,4 მილიონი ბარელით უნდა შევამციროთ, – ამის შესახებ ირანის წარმომადგენელმა OPEC-ში კაზემპურ არდებილმა განაცხადა, წერს Bloomberg.

თუკი OPEC-ი და სხვა ნავთობის ექსპორტიორები არ შეამცირებენ ნავთობის მოპოვებას, მაშინ კვოტირებები შესაძლოა ბარელზე აშშ დოლარამდე დაეცეს, – აცხადებს იგი.

თავად ირანი უარს ამბობს ნავთობის მოპოვების შემცირებაზე მანამ, სანამ აშშ უარს აცხადებს ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციების მოხსნაზე, თუმცა სააგენტო ამავდროულად წერს, რომ აღნიშნული სანქციების ფონზე ქვეყანაში ნავთობის მოპოვება 3,8 მილიონი ბარელიდან დღეში 3მილიონ ბარელამდე ჩამოვიდა.

არდებილმა აგრეთვე დაუშვა, რომ ნავთობის ექსპორტიორებმა შესაძლოა შეთანხმებას მიაღწიონ ვენაში დაგეგმილ შეხვედრებზე, რომელიც მიმდინარე კვირაში ვენაში უნდა გაიმართოს.

OPEC-იდან გასვლის შესახებ ორშაბათს ყატარმა განაცხადა, მაგრამ მისი წილი ნავთობის საერთო მოპოვებიდან არსებითი მოცულობის არ არის, იგი 1,85%-ს შეადგენს.

OPEC+ ის ფორმატის შეხვედრა ვენაში 6-7 დეკემბერს უნდა გაიმართოს. შეხვედრების ფარგლებში კი მომავალი წლისთვის ნავთობის მოპოვების შემცირების დონეები უნდა განისაზღვროს.

Comments
Loading...