ირანი აპირებს, ბიუჯეტი სრულად გაათავისუფლოს ნავთობზე დამოკიდებულებისგან

5

ირანი აპირებს, რომ სრულად გათავისუფლდეს იმისგან, რომ ქვეყნის ბიუჯეტის შევსება დამოკიდებულია ნავთობისგან შემოსავალზე. ამის შესახებ ქვეყნის ბიუჯეტის დაგეგმვის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მოჰამედ ბაგერ ჰობახტმა განაცხადა.

„სანქციების გამო შექმნილი რთული სიტუაციის გათვალისწინებით, ჩვენ ბიუჯეტის მნიშვნელოვან ნაწილს დავკარგავთ. ამიტომ, აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ საბიუჯეტო სტრუქტურების რეფორმები, მომავალი წლისთვის მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ნავთობის გაყიდვისგან მიღებულ შემოსავალზე დამოკიდებულება ნულამდე დავიყვანოთ“ – აცხადებს იგი.

მისი თქმით, ირანმა ჩვეულებრივ პირობებში, სანქციების გარეშეც უნდა შეამციროს ნავთობის გაყიდვის შედეგად მიღებულ შემოსავალზე დამოკიდებულება.

ხელმძღვანელის თქმით, ყოველდღიური ექსპორტი ამ ეტაპზე, 1-1,5 მილიონი ბარელის ნაცვლად 300 ათას ბარელს შეადგენს. მისი თქმით, კანონპროექტში ცვლილებების შეტანის მიზეზი აშშ-ის უკანონო სანქციები გახდა.

Comments
Loading...