ინდური კორპორაცია, საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ს აქციების 20%-ს მიყიდის

7

ინდური კორპორაცია Reliance Industries (RIL) თავისი ბიზნესის 20%-ს საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელი და ნავთობქიმიკატების კომპანია Saudi Aramco-ს მიყიდის. ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.

ეს ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი უცხოური ინვესტიცია იქნება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აქციების 20%, შეთანხმების ფარგლებში 75 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. ამ თანხაში აგრეთვე მოაზრებულია კომპანიის ვალიც. გაყიდვის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ მიზეზით, რომ Saudi Aramco თავის ნავთობთან ერთად უფრო ფართო ბაზარზე გასვლას აპირებს.

ამავდროულად, Saudi Aramco-მ გამოაქვეყნა კომპანიის ფინანსური შედეგები 2019 წლის პირველი ნახევრისთვის. მისი სუფთა მოგება ამ პერიოდისთვის 11%-ით ნაკლები აღმოჩნდა შარშანდელ ანალოგიურ მაჩვენებელზე, როდესაც ნავთობის ფასები გაცილებით ნაკლები იყო.

პირველი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ Saudi Aramco დაინტერესებული იყო ინდური კომპანიის სანავთობო ბიზნესით, მიმდინარე წლის აპრილში გახდა ცნობილი. თუმცა, მაშინ საუბარი მიდიოდა კომპანიის თითქმის მეოთხე წილზე, რომლის ღირებულებაც 15 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.

Comments
Loading...