ინდოეთმა მთვარეზე კოსმოსური აპარატი Chandrayaan 2 გაუშვა

10

ინდოეთმა მთავრისკენ კოსმოსური აპარატი Chandrayaan 2 გაუშვა. ამის შესახებ ინდოეთის კოსმოსური კვლევების ორგანიზაცია იუწყება.

აპარატმა მთვარის ზედაპირზე სადესანტო მოდული გაგზავნა, რომელმაც იქ მთვარეზე მსვლელი უნდა გაუშვას.

თავდაპირველად აპარატის გაშვება გასულ კვირას უნდა მომხდარიყო, 15 ივლისს. თუმცა, გაშვება ბოლო საათის განმავლობაში, ტექნიკური გაუმართაობის გამო გადაიდო.

ინდოეთი აღნიშნული მისიის განხორციელებას 2013 წელს აპირებდა, რუსეთთან ერთად. რუსეთის წარუმატებელი მისიის შემდეგ კი, რაც 2011 წელს მოხდა, პროექტი გადაიდო.

როგორც NYT აღნიშნავს, ინდოეთი მეოთხე ქვეყანაა აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის შემდეგ, რომელიც მთვარეზე ფრენას განახორციელებს. ეს ქვეყნისთვის დიდი მიღწევაა, გქონდეს საკუთარი კოსმოსური პროგრამის განვითარების ამბიცია.

Comments
Loading...