- Advertisement -

ინგლისის ბანკი ახალ 50 ევროიან ბანკნოტს გამოუშვებს

4

ინგლისის ბანკი ახალ 50 ევროიანს გამოუშვებს, რომელზეც გამოსახული იქნება მეცნიერი. ამის შესახებ ინფორმაცია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ვრცელდება.

რეგულატორის ხელმძღვანელის განცხადებით, ახალი ბანკნოტი ეძღვნება იმ წვლილს, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა მეცნიერების განვითარებაში შეიტანა. 6 კვირის განმავლობაში ქვეყნის მოქალაქეებს შეუძლიათ ბანკს შესთავაზონ ბანკნოტზე დატანილი ადამიანის გამოსახულება, რომელმაც მეცნიერებაში საკუთარი წვლილი შეიტანა და გავლენა მოახდინა ბრიტანულ საზოგადოებაზე. ეს ადამიანი შესაძლებელია მეცნიერების ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი იყოს.

შეთავაზების შეტანის ვადა 14 დეკემბრამდეა. ბანკნოტის დიზაინი კი 2019 წელს დამტკიცდება.

აპრილში, International Bank Note Society-მ ყველაზე ლამაზ კუპიურად 2017 წელს გამოშვებული შვეიცარული 10 ფრანკი დაასახელა. მისი მთავარი კონკურენტი იყო შოტლანდიური 10 ფუნტი, ფიჯიზე დაბეჭდილი 7 დოლარი, აგრეთვე ნორვეგიული 100 კრონი, კანადური 10 დოლარი და ჯიბუტის 40 ფრანკი.

Comments
Loading...