- Advertisement -

ილონ მასკს Tesla-ს დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელობა სამი წლით აეკრძალა

7

აშშ-ის სასამართლომ დააკმაყოფილა კომპანია Tesla-ს დამაარსებლის ილონ მასკისა და აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიის (SEC) შეთანხმება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს სამი წლით კომპანიის დირექტორთა საბჭოს მეთაურობა ეკრძალება. ამის შესახებ Reuters წერს.

მასკმა აგრეთვე უნდა გადაიხადოს 20 მილიონი დოლარის მოცულობის ჯარიმა. ამავე თანხას გადაიხდის თავად კომპანიაც.

მალე კომპანიაში შევა დირექტორთა საბჭოს დამოუკიდებელი თავმჯდომარე, ორი დამოუკიდებელი დირექტორი და დაინიშნება სპეციალური კომიტეტი, რომელიც მასკის კომუნიკაციებს გააკონტროლებს. კერძოდ, ილონ მასკი სწორედ ამ კომიტეტთან შეათანხმებს სხვადასხვა მასალების პუბლიკაციას, რომლებიც კავშირში იქნება კომპანიასთან, ან მის აქციონერებთან.

კომპანია Tesla-ს წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ დავა მართლაც დარეგულირდა, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

Comments
Loading...