ილონ მასკმა SpaceX-ის რაკეტების მორიგი გაშვება დააანონსა

11

SpaceX-ის ტვიტერზე გამოჩნდა ფოტო, რომელზეც კოსმოსური ხომალდი Crew Dragon რაკეტა-მზიდ Falcon 9-სთან ერთად არის გამოსახული და ისინი უკვე დამონტაჟებულია კოსმოდრომზე, რომელიც ფლორიდაში მდებარეობს.

საუბარია სატესტო გაშვებაზე, რომელის თავდაპირველად 17 იანვარს იყო ჩანიშნული, თუმცა ილომ მასკი აცხადებს, რომ ეს ერთი თვის შემდეგ მოხდება.

ილონ მასკის გეგმის მიხედვით, პირველი გაშვება პილოტების გარეშე განხორციელდება, ხოლო მეორე უკვე მათთან ერთად.

პროექტ SpaceX-ის ხომალდით პირველი პილოტები კოსმოსში 2019 წლის გაზაფხულზე უნდა გაუშვან.

2017 წელს ილონ მასკმა განაცხადა, რომ პირველ კოსმოსურ ტურისტებს მთავრის ორბიტაზე უკვე 2018 წლის მიწურულს გაუშვებდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. საუბარი ეხებოდა ერთ-კვირიან მოგზაურობას მთვარის გარშემო.

Comments
Loading...