ილონ მასკმა ტვიტერის ექაუნთი გააუქმა

26

დღეს, კომპანია Tesla-ს და SpaceX -ის დამაარსებელმა ილონ მასკმა ტვიტერზე დაწერა, რომ მან ახლახანს წაშალა თავისი ექაუნთი. ამის შემდეგ მალევე კი, მომხმარებლის სახელი და გვარი შეიცვალა და Elon Musk – Daddy DotCom-ით შეიცვალა.

სოციალური ქსელის მომხმარებელს არ აქვს ექაუნთის წაშლის საშუალება. პარამეტრებში შესაძლებელია მხოლოდ ანგარიშის გათიშვა. დეაქტივაციის შემდეგ, მომხმარებლის გერდზე შესვლა შეუძლებელი ხდება. აღარ გამოჩნდება მომხმარებლის ტვიტები და სახელი. ილონ მასკის გვერდი კი ხელმისაწვდომია.

მანამ, სანამ მასკი ამას დაწერდა, მან ტვიტერზე ფოტო განათავსა, რომელზეც ვიდეო თამაშიდან Nier: Automata პერსონაჟი იყო გამოსახული სახელად 2B. ილონ მასკმა აღნიშნული ფოტოს ავტორის ვინაობის დასახელებაზე უარი განაცხადა.

მაისში, ილონ მასკის წინააღმდეგ, მის მიერ გამოქვეყნებული ტვიტის გამო, სადაც მან ტაილანდში მიმდინარე სამაშველო ოპერაციებში ჩართულ ერთ-ერთ მყვინთავს პედოფილი უწოდა, სასამართლოში სარჩელი შევიდა. სარჩელის ავტორი ბრიტანელი მყვინთავი ვერნონ ანსვორტი აღმოჩნდა. იგი მასკისგან კომპენსაციის სახით 75 ათას აშშ დოლარს ითხოვს. სასამართლო მოსმენა ოქტომბრის ბოლოს არის დანიშნული.

Comments
Loading...