- Advertisement -

ილონ მასკმა ლოს-ანჯელესის მიწისქვეშა გვირაბის ვიდეო გამოაქვეყნა (ვიდეო)

10

კომპანია SpaceX-ისა და Tesla-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ლოს-ანჯელესის მიწისქვეშა გვირაბია აღბეჭდილი. იგი ვიდეოს თავის ოფიციალურ ტვიტერზე აქვეყნებს.

“გავიარეთ ლოს-ანჯელესის ქვეშ მთელი გვირაბი Boring Co. შემაშფოთებლად დიდი დრო წაიღო”, – წერს მასკი.

აქამდე ილონ მასკმა განაცხადა, რომ ლოს-ანჯელესის მიწისქვეშა გვირაბი პრაქტიკულად მზად არის. მისი თქმით, მისი გახსნა 10 დეკემბერს იგეგმებოდა. გვირაბს კომპანია The Boring Company აშენებს. მასკმა ეს კორპორაცია 2016 წელს დააარსა. მასკის ჩანაფიქრით, მიწისქვეშა გვირაბის წყალობით, ქალაქი საცობისგან გათავისუფლდება და იგი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ალტერნატივა იქნება.

2017 წლის თებერვალში, ილო მასკმა Bloomberg-ან განაცხადა, რომ მას გვირაბის გათხრებისთვის სპეციალური მანქანა აქვს. მისი დიამეტრი 7,9 მეტრია, სიგრძე – 121,9 მეტრი, ხოლო წონა – 1200 ტონა. აღნიშნული მანქანის მეშვეობით, ლოს-ანჯელესის ქვეშ გვირაბის გათხრა 2017 წლის იანვარში დაიწყო.

Comments
Loading...