ილონ მასკმა ახალ კოსმოსურ ხომალდს სახელი შეუცვალა და Starship დაარქვა

16

SpaceX-ის ხელმძღვანელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიის მიერ შექმნილ სამგზავრო კოსმოსურ ხომალდს BFR (Big Falcon Rocket) სახელი შეუცვალა და რომ მას ახლა საგალაქტიკაშორისო კოსმოსური ხომალდი (Starship) ჰქვია. ამის შესახებ იგი თავის ოფიციალურ ტვიტერზე წერს.

ერთ-ერთმა მომხმარებელმა მარკს მიწერა, რომ ახალი დასახელება იმ შემთხვევაში იქნება შესაფერი, თუკი აპარატი სხვა ვარსკვლავურ სისტემაში შეძლებს გასვლას. ბიზნესმენმა კი უპასუხა, რომ Starship ამას შეძლებს.

BFR – ეს ახალი თაობის რაკეტამზიდი და ოსმოსური ხომალდია. SpaceX გეგმავს, რომ მისი სისტემის გამოყენება ხელმეორედაც სრულყოფილად შეიძლებოდეს. ხომალდი კოსმოსში ინტერპლანეტარულ კოსმოსურ ხომალდს გაიყვანს, რომლის სიგრძეც 48 მეტრია და უზრუნველყოფილი იქნება ასტრონავტებისთვის განკუთვნილი კაბინებით.

სექტემბერში ილონ მასკმა განაცხადა პირველი ტურისტის შესახებ, რომელიც BFR-ის მეშვეობით მთვარეს გარშემო შემოუფრენს. იგი იაპონელი მილიარდერი იუსაკუ მაეძავაა. SpaceX-მა განაცხადა, რომ მოგზაურობა დაახლოებით ერთ კვირას გასტანს. რაკეტა, რომელშიც ტურისტი იჯდება, მთვარეს 200 კილომეტრის მოშორებით ჩაუფრენს.

Comments
Loading...