- Advertisement -

ილონ მასკმა, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიის მხრიდან წაყენებული ბრალდებები უარყო

6

ტელემაუწყებლობა CNBC-თან ინტერვიუში, ილონ მასკმა უსამართლობა უწოდა აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიის მიერ მისი მისამართით წაყენებულ ბრალდებას იმის შესახებ, რომ მას ინვესტორები გამგებ შეყავდა შეცდომაში.

კომპანიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მისთვის სამწუხაროა ეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მასკის წინააღმდეგ მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.

“ყოველთვის ყველაფერს სიმართლის ინტერესების ფარგლებში ვაკეთებდი და ინვესტორების ინტერესების დაცვით. წესიერება ყოველთვის ჩემი ერთ-ერთი თვისება იყო. ფაქტები აჩვენებს, რომ არასდროს საკუთარ სინდისთან კომპრომისზე არასდროს წავსულვარ”, – აცხადებს მასკი.

ამასთან, აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიას მიაჩნია, რომ მასკს განგებ შეყავდა შეცდომაში ინვესტორები, როდესაც ტვიტერზე დაწერა, რომ უკვე ჰყავდა ნაპოვნი საიმედო ინვესტორი, რომლის დახმარებითაც კომპანიის ყველა აქციის გამოსყიდვას შეძლებდა. უწყებაში მიიჩნიეს, რომ ბიზნესმენს არ ჰქონდა საკმარისი გარანტიები იმისათვის, რომ ტვიტერზე მსგავსი განცხადებებით გამოსულიყო.
მასკის საქციელით გასულ კვირას აშშ-ის იუსტიციის სამინისტროშიც დაინტერესდნენ და შესაბამისი გამოძიებაც დაიწყეს.

აღნიშნული სიახლეების შედეგად კი, Tesla-ს აქციები 13,5%-ით, 312 აშშ დოლარიდან 266 აშშ დოლარამდე დაეცა.

Comments
Loading...