ილონ მასკი Tesla-ში თავის წილს გაზრდის

21

Tesla-ს გენერალური დირექტორი ილონ მასკი, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების შესყიდვისთვის 20 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვას აპირებს. ამის შესახებ CNBC წერს.

მასკი აქციებს ფანჯრის განმავლობაში შეისყიდის. ფანჯარა საჯარო კომპანიების ტოპ-მენეჯერებს აძლევს ამის შესაძლებლობას. მასკი აქციებს იმ ფასად შეისყიდის, რა ფასადაც იმ მომენტში მათი კვოტირება მოხდება. ამის წყალობით, კომპანიის აქციები 2%-ით გაძვირდა, თუმცა 2018 წლის დასაწყისში 11%-ით დაეცა.

მასკი კომპანია Tesla-ს უმსხვილესი აქციონერია, მას 9 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების აქციები ეკუთვნის. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 47,18 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. მაისში მასკმა კიდევ დამატებით შეისყიდა Tesla-ს აქციები, რომელთა ღირებულებამაც ჯამში 9,9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ივნისში – 24 მილიონი აშშ დოლარიც მოცულობის.

Comments
Loading...