ილონ მასკი: მარსზე გაფრენის შემთხვევაში, 70% შანსია იმისა, რომ დავიღუპო

20

ტელეკომპანია HBO-ს ეთერში გამოსვლისას, ილონ მასკმა განაცხადა, რომ დაახლოებით რამდენიმე წლის შემდეგ რამდენიმე ასი ათას დოლარს გადაიხდის მარსზე გასამგზავრებელ ბილეთში. მარსზე კი SpaceX-ის ერთ-ერთი პირველი რაკეტით გაემგზავრება. ამასთან, მან განაცხადა, რომ ეს მოგზაურობა 70%-ით მისი სიკვდილით დასრულდება.

შეკითხვაზე, გახდება თუ არა მარსის კოლონია მდიდარი ადამიანების თავშესაფარი, მასკმა განაცხადა, რომ ეეჭვება, მილიარდერებს მარსზე გაფრენა მოუნდეთ.

“მარსზე სიკვდილის შანსი გაცილებით დიდია, ვიდრე დედამიწაზე”, – აღნიშნავს მასკი.

მასკის თქმით, მარსზე მოგზაურობის მთავარი მიზანია, ხომალდი წარმატებით დაეშვას პლანეტაზე.

“ეს თუ მოხერხდება, მაშინ გაუჩერებლად უნდა შევუდგეთ ბაზის მშენებლობას. იქ ცოტა დორი იქნება დასვენებისთვის”, – ამბობს მასკი.

ამასთან, ბიზნესმენმა განაცხადა, რომ სინამდვილეში ბევრ ადამიანს გაუჩნდება მარსზე გაფრენის სურვილი.

“ჰომ არიან ალპინისტები. რატომ მიძვრებიან მთებზე? ევერესტზე ჰომ გამუდმებით ვიღაც იღუპება”, – აღნიშნავს მასკი.

მიმდინარე წლის მარტში მასკმა განაცხადა, რომ მარსზე მესამე მსოფლიო ომის დაწყებამდე უნდ მოხვდე, რადგან გლობალური კატასტროფის შემთხვევაში, სწორედ იქ უნდა იქნას შენახული დედამიწის ცივილიზაციის კვალი.

Comments
Loading...