ილონ მასკი, ბრიტანელი მყვინთავის ცილისწამების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგება

5

კომპანია SpaceX-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი წარსდგება ლოს-ანჯელესის სასამართლოს წინაშე ბრიტანელი მყვინთავის ვერნონ ანსვორტის ცილისწამების გამო.

სასამართლო სხდომა დეკემბერში შედგება, სადაც გადაწყდება, იყო თუ არა დაუდევრობა ილონ მასკის მხრიდან, როდესაც მან მყვინთავს Twitter-ზე პედოფილი უწოდა. აქამდე ილონ მასკმა სასამართლოს სთხოვა, რომ არ დაეკმაყოფილებინა მყვინთავის სარჩელი, თუმცა უარი მიიღო.

სასამართლომ განაცხადა, რომ ილონ მასკის მიერ ანსვორტის მისამართით ცილისწამება არ წარმოადგენს საჯარო დავას, რომლის შემთხვევაშიც ბიზნესმენს სიტყვის თავისუფლების დაცვის იმედი ექნებოდა.

მასკია ადვოკატი აცხადებს, რომ მზად არის სასამართლო პროცესისთვის.

ილონ მასკსა და ანსვორტს შორის დავა 2018 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ბრიტანელი მყვინტავი ტაილანდში ჩავიდა, რათა მონაწილეობა მიეღო 12 ბავშვის, რომლებიც საფეხბურთო გუნდის წევრები იყვნენ და მათი მწვრთნელის გადარჩენის ოპერაციაში. ისინი დატბორილ გამოქვაბულში იყვნენ გაჭედილები.

ილონ მასკმა ტაილანდში მათ დასახმარებლად მინი სუბმრინები გაგზავნა, ანსვორტმა კი ამ ქმედებას მისი მხრიდან პიარ-კამპანია უწოდა და მასკს მოუწოდა, რომ ეს წყალქვეშა ნავები რაც შეიძლება ღრმად გაეკეთებინა.

ამის საპასუხოდ, ილონ მასკმა მყვინთავს პედოფილი უწოდა, თუმცა მოგვიანებით წაშალა ეს პოსტები და ბოდიში მოუხადა.

ილონ მასკის წინააღმდეგ რომ ანსვორტმა სარჩელი შეიტანა 75 ათასი აშშ დოლარის კომპენსაციის მოთხოვნით, ცნობილი მიმდინარე წლის მაისში გახდა. ანსვორტი მას ცილისწამებაში სდებს ბრალს.

Comments
Loading...