ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 172.84 მლნ ლარით შემცირდა

9

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 172.84 მლნ ლარით, ანუ 0.35 პროცენტით შემცირდა და 2020 წლის პირველი ივლისისათვის 49.28 მლრდ ლარი შეადგინა.

2020 წლის პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

საბანკო სექტორის სააქციო კაპიტალი 5.20 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 10.56 პროცენტია.

Comments
Loading...