ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა 8.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

11

2019 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 143.6 მლნ აშშ დოლარი (398.8 მლნ ლარი) შეადგინა, რაც6.3%-ით (8.5 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.4% იმ 17 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივნისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 93.3% მოდიოდა.

2019 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 17.5 მლნ აშშ დოლარი (48.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2018 წლის ივნისის (17.9 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.2%-ით ნაკლებია.

Comments
Loading...