ივნისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.1761-დან 3.0552-მდე გამყარდა

8

2020 წლის ივნისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.1761-დან 3.0552-მდე (3.8 პროცენტით), ხოლო ევროს მიმართ 3.5366-დან 3.4466-მდე (2.5 პროცენტით) გამყარდა.

ივნისში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ – 3.1761, ხოლო მინიმალურმა 2.9562 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 4.4 პროცენტი, ხოლო მინიმალური -2.8 პროცენტი დაფიქსირდა.

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი გაუფასურდა ევროს მიმართ 1.3 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ 0.5 პროცენტით, აზერბაიჯანული მანათის მიმართ 0.3 პროცენტით, რუსული რუბლის მიმართ კი – 0.9 პროცენტით, ხოლო გამყარდა თურქული ლირის მიმართ – 0.4 პროცენტით.

Comments
Loading...