- Advertisement -

ივნისში ვადაგადაცილებული სესხები 26 მილიონი ლარით შემცირდა

51

ივნისში ვადაგადაცილებული სესხები 26 მილიონი ლარით შემცირდა და 383 მილიონ 700 ათას ლარს გაუტოლდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პალიტრანიუსი" ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათი წილი კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში 1.6% იყო, ხოლო ვადაგადაცილებული სესხების 48% ეროვნული ვალუტით არის დენომინირებული.

ამასთან, სებ-ის ცნობით, საანგარიშო პერიოდში მთლიანი საკრედიტო პორტფელის დოლარიზაციის მაჩვენებელი 0.3% პუნქტით შემცირდა და 54.5%-ს გაუტოლდა.

Comments
Loading...