ივლისის მონაცემებით, ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი, წინა წელთან შედარებით, 52%-ით გაიზარდა

48

2018 წლის ივლისის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადი, გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, 52%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას "პალიტრანიუსი" ავრცელებს.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ივლისის ქუთაისის აეროპორტი რეკორდულ რაოდენობას – 75 372 მგზავრს მოემსახურა.

რაც შეეხება რეისების რაოდენობას, ივლისში, ქუთაისის აეროპორტში 252 რეისი შესრულდა, რაც წინა ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 34%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2018 წლის თებერვლის 7 თვის მონაცემებით, ჯამში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 310 115 მგზავრს მოემსახურა, რაც 33%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Comments
Loading...