ივანიშვილი ანაკლიის პროექტზე: მე ვჩუქნიდი ფულს ყოველგვარი წილის გარეშე

25

ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართვლოს” თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემა “პირისპირ”-ში ანაკლიის პორტის ინფრასტრუქტურულ პროექტზე საუბრისას განაცხადა.

“როგორც წესი, სახელმწიფოები აქტიურად მონაწილეობენ ესეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში და დღევანდელი სახელმწიფოს როლიც ძალიან აქტიური და პოზიტიურია. კაპიტალში მონაწილეობა გნებავთ, ინფრასტრუქტურის მოწყობა გნებავთ, ყველაფერში მივყვებით, ყველაფერში მაქსიმალურად ეხმარება დღევანდელი ხელისუფლება.

დღესაც, საჯაროდ მადლობას გადავუხდი და გადავუხდი მას მერეც, როცა ეს განხორციელდება, თუ კერძო ბიზნესი მოახერხებს და ამ პროექტს განახორციელებს, ეს არის მხოლოდ მისასალმებელი, რამეთუ პროექტი არის საჭირო ჩვენი სახელმწიფოსთვის. ეს სერიოზული პროექტია და თუ ვერ გააკეთებს კერძო ბიზნესი, სახელმწიფოს მოუნდება.

რაც შეეხება ივანიშვილს, თუ რამდენად სურვილი აქვს, ხაზარაძესაც შეუძლია გაიხსენოს, რომ როდესაც ისინი კაპიტალისგან ძალიან შორს იყვნენ, 70 მილიონს საჩუქრად ვაძლევდი, ოღონდ გააკეთეთ-მეთქი, კაპიტალს რომ ვერ უყრიდნენ თავს.

იმის შემდგომ გამოჩნდა აბდუშელიშვილი. მასაც წვლილი აქვს და ჩამენაცვლა, ეს უფრო ჯანსაღია, ვიდრე ნაჩუქარი ფული. მას სხვა ბიზნესებიც ბევრი აქვს. ის გამოჩნდა და ჩემი მონაწილეობა აღარ გახდა საჭირო, თორემ მე ვჩუქნიდი ფულს ყოველგვარი წილის გარეშე, იმდენად მინდოდა, რომ კერძო კაპიტალს ეს გაეკეთებინა და ამას ვერ უარყოფენ, რომ იყო ეს დროც.” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

Comments
Loading...