- Advertisement -

ივანე მაჭავარიანი: ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს რეფორმების განხორციელებაში

102

"ეს დიდ პატივთან ერთად ასევე დიდი პასუხისმგებლობაა", – ამის შესახებ ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც ის პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.

ივანე მაჭავარიანმა ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა.

"ფინანსთა სამინისტრო წამყვან როლს შეასრულებს რეფორმების განხორციელებაში, ეს არის პირველ რიგში მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა. პირველი რა საკვირველია, ხარჯების შემცირებასთან ერთად პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს და ეს დღევანდელ დღეს პროცესების გაციფრულების გარეშე შეუძლებელია.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ  ფინანსთა სამინისტრო ერთ-ერთი წამყვანი იქნება ამ პროცესში. რაც შეეხება ეკონომიკის ინკლუზიურობას, ეს თავის თავში მოიცავს იმ ყველა სიკეთეს, რომელიც დღეს ჩვენ გაგვაჩნია. უფრო სამართლიან განაწილებას და თითოეულ მოსახლემდე მიტანას. ესეც აისახება ფინანსთა სამინისტროს პრიორიტეტებში და მალე გექნებათ საშუალება იხილოთ ის ინიციატივები, რომელიც ამ მიმართულებით იქნება. ეს ყველაფერი დაიწყება მალე და 2019 წლის ბოლომდე ძირითადად უკვე უნდა იყოს ჩაშვებული ეს პროცესები, ზოგიერთი დამთავრებულიც კი", – აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...