- Advertisement -

ივანე მაჭავარიანი: სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, იმიტომ რომ ქალია

48

"სალომე ზურაბიშვილი არის ღირსეული კანდიდატი, იმიტომ რომ პირველ რიგში არის ქალბატონი", – ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანიმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით ზურაბიშვილს სერიოზული გამოცდილება აქვს და ის ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი იქნება.

"სალომე ზურაბიშვილი ღირსეული კანდიდატია, არის ძალიან საინტერესო კანდიდატი, იმიტომ რომ ქალია, არის მიუკერძოებელი. მე მჯერა, რომ ის იქნება ჭეშმარიტად ყველას პრეზიდენტი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი. ამავდროულად, მას აქვს სერიოზული გამოცდილება, როგორც პოლიტიკური, ისე დიპლომატიური და მე მას წარმატებებს ვუსურვებ", – აღნიშნა  ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

Comments
Loading...