ივანე მაჭავარიანი: ზაზა ოქუაშვილი გაურკვევლად ლაპარაკობს, მიჭირს აზრის გამოტანა

24

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა გადაცემა “იმედის კვირაში” განაცხადა.

მინისტრის თქმით, “ომეგა ჯგუფის” და ტელეკომპანია “იბერიას” დამფუძნებლის ბრალდება, თითქოს ის დავალიანების გადავადებაში ვინმეს ფულს უხდიდა, აბსურდია.

“საზოგადოებამ იცის, რომ ასეთი დაცული ბიზნესგარემო არასდროს ყოფილა საქართველოს პირობებში. ჟურნალისტებმაც ხომ იციან, რომ მედიას არავინ ავიწროებს და ატერორებს?

ბატონი ოქუაშვილი ჩემთვის ცოტა გაურკვევლად ლაპარაკობს ხოლმე, ცოტა მიჭირს აზრის გამოტანა. მე მაინც მგონია, რომ მას იმდენი ჭკუა ჰქონდა, არ გადაეხადა ფული იმაში, რომ გადაევადებინა. მერე შეიცვლებოდა მინისტრი, თუმცა ვის უხდიდა არ ვიცი, მაგრამ ახალი მინისტრი მაინც მოთხოვდა გადახდას… გადავადებაში ფულის გადახდა აბსურდია, ეს საღ აზრს მოკლებულია”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

შეგახსენებთ, ზაზა ოქუაშვილისგანცხადებით, “ომეგას” წილების დათმობაზე მასთან არა მარტო ყიფიანი საუბრობდა, ის შემსრულებელი იყო

Comments
Loading...