ივანე მაჭავარიანი: დამატებით 70 ათასი აბონენტი მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებას

4

დამატებით 70 ათასი აბონენტი მიიღებს 24-საათიან წყალმომარაგებას2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ მომავალ წელს დასრულდება მნიშვნელოვანი პროექტები წყალმომარაგების მიმართულებით, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, წყლის პროექტების მიმართულებით 2020 წელს დასრულდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა: ზუგდიდის, აბაშის, ურეკის, ქუთაისის, ფოთის, ჭიათურისა და ჯვრის წყლის სისტემები.

„მომავალ წელს გაგრძელდება ხაშურის, მარნეულის და გუდაურის წყლის პროექტები. ასევე, გაგრძელდება მუნიციპალიტეტების ხელშეწყობა მცირე წყალმომარაგების პროექტების მიმართულებით. ჯამში, დამატებით 70 ათასი აბონენტი მიიღებს 24- საათიან წყალმომარაგებას“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

Comments
Loading...