- Advertisement -

იაპონური Honda, GM-ის უპილოტო ავტომობილების შექმნის პროექტში 2,75 მილიარდ დოლარს ჩადებს

17

ავტომობილების იაპონურმა მწარმოებელმა Honda Motor-მა, Cruise-ში, რომელიც ამერიკული General Motors-ის ქვეგანყოფილებაა და რომელიც ავტოპილოტი ავტომობილების შექმნაზე მუშაობს, 2,75 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო. ამის შესახებ Financial Times წერს.

ამით, კომპანიას სურს კონკურენტობა გაუწიოს ანალოგიურ ქვეგანყოფილებას, როგორიც მაგალითად არის Alphabet – Waymo.

იაპონურმა კომპანიებმა უკვე ჩადეს 750 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილ თანხას ერთი წლის განმავლობაში დაფარავენ. აღნიშნულის შედეგად Honda, GM Cruise-ის 5,7%-იან წილ მიიღებს. ივნისში GM Cruise-ში ინვესტიცია იაპონურმა კომპანიამ SoftBank Group ჩადო. მან უპილოტო ავტომობილების წარმოებაში 2,2 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო და შედეგად კომპანიის 19,6%-იანი წილი მიიღო.

იაპონიამ 2017 წელს დაახლოებით 2,85 ტრილიონი იენი (დაახლოებით 25 მილიარდი აშშ დოლარი ჩადო) უპილოტო ტექნოლოგიების განვითარებაში.

Comments
Loading...