იაპონური კერძო რაკეტა MOMO-4, გაშვებიდან მალევე ზღვაში ჩავარდა

9

რაკეტა MOMO-4, რომელის კერძო იაპონური კომპანია Interstellar Technologies მიერ არის შემუშავებული, გაშვებიდან მალევე ზღვაში ჩავარდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

„Pattors Dream MOMO 4-ის გაშვების დრო 16:20 საათი იყო, მან გაშვებიდან 13 კილომეტრის სიმაღლეს მიაღწია. დადასტურებულია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იგი სანაპიროდან 9 კილომეტრის მანძილის მოშორებით ჩამოვარდა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ რაკეტას, საბორტო კომპიუტერის გაუმართაობის გამო, დროზე ადრე გაეთიშა ძრავა. „რაკეტა ზღვაში უსაფრთხოდ ჩავარდა“, – აცხადებს კომპანია.

Interstellar Technologies – ეს იაპონური კერძო კომპანიაა, რომელიც კოსმოსურ მოწყობილობებზე 1997 წლიდან მუშაობს. 2017 წელს, კომპანიამ შექმნა პირველი იაპონური რაკეტა MOMO, თუმცა მისი პირველი გაშვებები წარმატებული არ აღმოჩნდა. მაგალითად, 2018 წლის ივნისში, რაკეტის გაშვება, სტარტიდან მალევე მისი აფეთქებით დასრულდა.

შემდეგ კი, კომპანიამ წარმატებით გაუშვა რაკეტა MOMO-3 მესამე ცდაზე, რაც 2019 წლის მაისში მოხდა. ეს რაკეტა წარმატებით გავიდა ორბიტაზე – 100 კილომეტრის სიმაღლეზე.

Comments
Loading...