იაპონიის სასამართლომ, კარლოს გონის მიერ შეტანილი გირაოს – 13,8 მილიონი დოლარის კონფისკაცია მოახდინა

9

ტოკიოს რაიონულმა სასამართლომ, ავტოკონცერნ Renault-Nissan-Mitsubishi-ის ყოფილი ხელმძღვანელის კარლოს გონის მიერ გირაოს სახით შეტანილი თანხის სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კარლოს გონის მიერ შეტანილი გირაოს მოცულობა 13,8 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

კარლსო გონი შინა პატიმრობაში იმყოფებოდა. 31 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ იგი ლიბანში გაიქცა. კარლოს გონი იქ კერძო თვითმფრინავით, სტამბოლის გავლით ჩაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი ყუთით გადაჰყავდათ. როგორც თავად გონმა, გაქცევის შემდეგ განაცხადა, იგი უსამართლობასა და პოლიტიკურ დევნას გაექცა და ყველაფრის ორგანიზება თავად მოახდინა.

2 იანვარს, ლიბანის სპეცსამსახურებმა, ინტერპოლისგან კარლოს გონის დაკავების შესახებ მოთხოვნა მიიღეს, თუმცა ბეირუთში მისი ტოკიოსთვის გადაცემა გამორიცხეს, ვინაიდან ქვეყნებს შორის ექსტრადიციის შესახებ შეთანხმება არ არსებობს.

კარლოს გონი იაპონიაში, 2018 წლის ნოემბერში დააკავეს. მას ბრალი ედება შემოსავლების დამალვაში, რომლის საერთო ღირებულება 80 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. იგი არაერთხელ გაათავისუფლეს გირაოთი. თავად კარლოს გონი ბრალდებებს არ აღიარებს.

Comments
Loading...