- Advertisement -

იაპონიაში წარადგინეს ელექტრომობილი, რომლის 90% პლასტმასისგან არის დამზადებული

7

იაპონიაში წარადგინეს მსოფლიოში პირველი ელექტრომობილი, რომლის 90% სხვადასხვა სახეობის პლასტმასისგან არის დამზადებული.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იგი ტოკიოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა ადგილობრივ მწარმოებლებთან ერთად შეიმუშავეს. აღნიშნავენ, რომ იმის გამო, რომ გამოყენებულია პლასტმასი, ავტომობილი ჩვეულებრივზე 40%-ით მსუბუქია, რაც ელექტრომობილების განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს ხსნის.

17 სექტემბერს, გერმანიაში პირველი მატარებელი გაეშვა, რომელიც წყალბადის საწვავზე მუშაობს. იგი ფრანგულმა მანქანათმშენებელმა კომპანიამ Alstrom ააგო. მატარებელს 140 კმ/სთ-ის სიჩქარის განვითარება შეუძლია. კომპანიაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მათ ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების გაბნევის ნულოვანი მაჩვენებელი აქვთ.

2021 წლიდან კი, უკვე 14 ასეთი მატარებელი ივლის.

Comments
Loading...