იანვარ-ოქტომბერში, საქონლით საგარეო ვაჭრობა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 20.5%-ით გაიზარდა

8

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 305.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 20.5 პროცენტით აღემატება.

აქედან ექსპორტი 2 751.0 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (24.5 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 7 555.0 მილიონ აშშ დოლარს (19.2 პროცენტით მეტი).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში 4 804.0 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46.6 პროცენტი შეადგინა.

ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1 912.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.0 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

Comments
Loading...