იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტი 47.8%-ით გაიზარდა

11

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან დსთ-ის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 1 315.2 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 43.7 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 47.8 პროცენტს შეადგენს.

იმპორტი 2 197.2 მილიონი აშშ დოლარს გაუტოლდა (19.4 პროცენტით მეტი), რაც მთლიანი იმპორტის 29.1 პროცენტია.

სავაჭრო ბრუნვამ დსთ-ის ქვეყნებთან 3 512.4 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 27.4 პროცენტით აღემატება.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, მისი წილი მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში 18.4 პროცენტი იყო.

Comments
Loading...