იანვარ-ოქტომბერში, ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 11.1%-ით გაიზარდა

8

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნებში განხორციელებული ექსპორტის მოცულობა, 599.7 მილიონი აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც 11.1 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს და ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 21.8 პროცენტს შეადგენს.

იმპორტმა 2 169.9 მილიონი აშშ დოლარს მიაღწია (20.9 პროცენტით მეტი) და მთლიანი იმპორტის 28.7 პროცენტი შეადგინა.

სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 2 769.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 18.6 პროცენტით აღემატება.

რაც შეეხება სავაჭრო დეფიციტს, 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში მთლიან უარყოფით სავაჭრო ბალანსში მისი წილი 32.7 პროცენტს შეადგენს.

Comments
Loading...