იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 3.6%-ით გაიზარდა

9

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 1 739.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.6 პროცენტით მეტია.

გავრცელებული მონაცემების მიხედვით, აქედან, ექსპორტი 505.0 მლნ. აშშ დოლარი იყო (13.2 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 234.8 მლნ. აშშ დოლარი (0.1 პროცენტით მეტი).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2019 წლის იანვარ-თებერვალში 729.7 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.9 პროცენტი შეადგინა.

Comments
Loading...