- Advertisement -

თურქეთმა აშშ-დან შემოსულ საქონელს გადასახადები გაუზარდა

44

ახალი ტარიფები აშშ-დან თურქეთის ტერიტორიაზე ავტომობილების, ალკოჰოლისა და თამბაქოს ნაწარმის შემოტანას შეეხება. აღნიშნული ზომები თურქეთის მთავრობამ "აშშ-ს მხრიდან ეკონომიკურ თავდასხმაზე" პასუხად მიიღო. 

თურქეთი გაზრდის აშშ-დან იმპორტირებულ საქონელზე გადასახადებს. აღნიშნული სანქციები შეეხება ავტომობილებს, ალკოჰოლსა და თამბაქოს. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამომცემლობა C. Resmi Gazete წერს.

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღნმა, ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერ ბრძანებას, რომლის თანახმად თურქეთში აშშ-დან იმპორტირებულ ზოგ საქონელს დამატებითი გადასახადები დაეკისრება. 

დოკუმენტის მიხედვით, ავტომობილების შემოტანაზე  ტარიფები 120%-მდე, ალკოჰოლუ სასმელებზე 140%-მდე, ხოლო თამბაქოს ნაწარმზე 60%-მდე გაიზრდება. 

ამას გარდა, ახალი ზომები შეეხო კოსმეტიკურ საშუალებებს (მზისგან დამცავ კრემს, რომლის ტარიფი 60%-მდე გაიზრდება), ასევე ბრინჯს, თხილს, ბამბას, ნახშირსა და ხის ნარჩენებს. 

აღნიშნული დოკუმენტის არსებობა ასევე დაადასტურა თურქეთის ვიცე პრეზიდენტმა, ფუატ ოქტაიმ.  მან Twitter-ზე დააზუსტა, რომ აღნიშნული ზომები თურქეთმა აშშ-ის ქმედებების საპასუხოდ მიიღო.  "აშშ მიზანმიმართულად დაესხვა თავს თურქეთის ეკონომიკას"-წერს ის. 

Comments
Loading...