თურნავა: Royal Swinkels-ის მიერ ქართულ ბაზარზე წილის გაზრდა ადასტურებს, როგორ იზიდავს საქართველო ევროპულ ინვესტიციებს

6

„ჩვენი მთავრობა და ეკონომიკის სამინისტრო განსაკუთრებულად ზრუნავს ქართულ წარმოებაზე, მის განვითარებაზე და ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ ასეთ ტრადიციულ ქართულ წარმოებაში, როგორიცაა „არგო“, სადაც ცნობილმა ევროპულმა კომპანიამ პირდაპირი ინვესტიცია განახორციელა“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ქართულ კომპანია „არგოსა“ და ნიდერლანდურ კომპანიას Royal Swinkels Family Brewers – ს შორის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. ხელმოწერა „არგოს“ საწარმოში გაიმართა. ხელშეკრულების თანახმად, Royal Swinkels Family Brewers-მა ლუდსახარში “არგოს” 40% შეისყიდა, რითაც ლუდის წარმოების ქართულ ბაზარზე თავისი წილი 15%-მდე გაზარდა.

მინისტრმა მიულოცა კომპანიებს თანამშრომლობის დაწყება და აღნიშნა, რომ „ეს არის იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ იზიდავს საქართველო ევროპულ ინვესტიციებს. ამავე დროს, ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა თვითონ Royal Swinkels – ისთვის, რომ ლუდი საქართველოში აწარმოოს, ჩვენს ქვეყანაში დაასაქმოს მეტი ადამიანი და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების წყალობით, რომელიც საქართველოს აქვს გაფორმებული, საკუთარი პროდუქცია სხვადასხვა ბაზრებზე გაყიდოს.

Comments
Loading...