თურნავა: წელს უპრეცედენტო შედეგს მივაღწიეთ – საქართველომ 9,3 მლნ მოგზაურს უმასპინძლა

22

„ყველა გამოწვევის მიუხედავად, კერძო სექტორის, მთავრობისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ერთობლივი ძალისხმევის და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის შედეგად 2019 წელს საქართველომ რეკორდულ 9,3 მილიონ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა. ეს წელიწადი არ იყო მარტივი ტურიზმის ინდუსტრიისთვის, იყო გამოწვევებიც, მაგრამ უფრო მეტი წარმატება იყო,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ტურიზმის წლის შემაჯამებელ პრეზენტაციაზე.

„ასეთი უპრეცედენტო შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა ჩვენი ერთობლივი შრომით და მთელი სამთავრობო გუნდის, პრემიერ-მინისტრის, აგრეთვე ჩვენი სამინისტროს, ტურიზმის ადმინისტრაციის, ეფექტური და მიზანმიმართული მუშაობის შედეგად თქვენთან, ტურიზმის სექტორთან ერთად,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, მთავრობამ 2019 წელს მიზნობრივი, კარგად გათვლილი და შედეგზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიები აწარმოა. „ჩვენ კიდევ ერთხელ სრულად მსოფლიოს ვამცნეთ, როგორი უსაფრთხო, მიმზიდველი, უნიკალური და სტუმართმოყვარე ქვეყანა ვართ,“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Comments
Loading...