თურნავა: სახელმწიფო ქონების განკარგვასთან დაკავშირებულ სერვისებს მომხმარებელი “ერთი ფანჯრის პრინციპით” მიიღებს

6

„მთავრობის სხდომაზე წარვადგინეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის შედეგად გვსურს გავაერთიანოთ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო და ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო“- ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მინისტრის შეფასებით, ეს არის „ერთი ფანჯრის პრინციპისკენ“ მიმართული საკითხი.

„ეკონომიკის სამინისტროს ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს სახელმწიფო ქონების პრივატიზებას, ხოლო ანალოგიური სტრუქტურა ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ახორციელებს მოძრავი ქონების გაყიდვას. შესაბამისად, იმისთვის, რომ მოსახლეობას, ბიზნესს უფრო მარტივად შეეძლოს ამ სერვისით სარგებლობა, ეს მომსახურება მოექცევა ერთი ქუდის ქვეშ, ქონების ეროვნულ სააგენტოში და ერთიანი ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით უფრო მარტივად იქნება შეთავაზებული“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის მთავარი პრინციპი არის სტრუქტურული გამარტივება – „ერთი ფანჯრის პრინციპი“ ყველა სახის სახელმწიფო ქონების განკარგვის თვალსაზრისით.

Comments
Loading...