თურნავა: სავალუტო ფონდი გვიდასტურებს, რომ ჩვენი ეკონომიკა ჯანსაღია და უმკლავდება გარე შოკებს

23

“ლარის კურსზე დავიწყებ საუბარს სავალუტო ფონდის მიერ გავრცელებული მიმოხილვით, სადაც სსფ ძალიან დადებითად აფასებს საქართველოს ეკონომიკურ რეფორმებს, მაკროეკონომიკურ მდგრადობას, გვაფრთხილებს, რომ არის გარე შოკები, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ ჩვენი ეკონომიკა იმდენად ჯანსაღია, რომ უმკლავდება გარე შოკებს”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ლარის კურსზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მინისტრის შეფასებით, ლარის კურსს აქვს მოკლევადიანი რყევა ისეთივე, როგორიც იყო წინა ჯერზე.

“არ გვაქვს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ლარის კურსი და მასთან დაკავშირებული მოვლენები ხანგრძლივ ან ფუნდამენტურ ხასიათს ატარებს”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Comments
Loading...