თურნავა: დიდი პატივია ეკონომიკის მინისტრობა, ყველაფერს გავაკეთებ, რათა ნდობა გავამართლო

6

ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განცხადება ეკონომიკის ახლად დანიშნულმა მინისტრმაც გააკეთა.

“ჩემთვის დიდი პატივია სათავეში ჩავუდგე ეკონომიკის სამინისტროს. გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ნდობა გავამართლო”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავამ მადლობა მამუკა ბახტაძეს ნდობის გამოცხადებისთვის და ასევე მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრ ქობულიას თანამშრომლობისთვის.

ნათია თურნავა ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილედ 2000 წლის შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა. 2013-2018 წლებში “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე იყო.

Comments
Loading...