თურნავა: დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის, რაც სწყურია ჩვენს მოსახლეობას

10

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მედიასთან მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მთავარია როგორ მიიღებს მოსახლეობა ზოგიერთი ოპოზიციის წარმომადგენლის განცხადებას, მმართველი ხელისუფლების დამხობაზე და რევოლუციაზე. რადგან, საქართველოს მოსახლეობას დასაქმება და ფასების თემა აწუხებს და არა ხელისუფლების დამხობა.

„მნიშვნელოვანი არის, როგორ აღიქვამს ამას მოსახლეობა. მე ძალიან ბევრი კონტაქტი მაქვს მოსახლეობასთან ჩვენი პროექტების კვალობაზე და დავდივართ მე და ჩემი კოლეგები მთელ საქართველოში, სხვა მინისტრებიც და მეც მათ შორის. ძალიან ნეგატიურად აღიქვამს ამას მოსახლეობა. დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია – ეს არ არის ის მომავალი, რაც სწყურია ჩვენს მოსახლეობას. მოსახლეობას ადარდებს დასაქმება, ადარდებს ფასების თემა, ადარდებს ახალი ობიექტები როდის აშენდება, ადარდებს როდის შეძლებენ თავის რეგიონში დასაქმება და არ დასჭირდებათ ქალაქად ჩამოსვლა.

ეს საკითხები არის ძირითადად ყურადღების ცენტრში და ყველაფერი რაც ხელს უშლის შენებას, მათ შორის დამხობა, რადიკალიზაცია, ასეთი დესტრუქციული მოწოდებები ეს არის ის, რასაც ძალიან ცუდად აღიქვამს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა და მინდა რომ ყველა პოლიტიკოსმა ეს გაიგოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

Comments
Loading...