თურნავა: გაზის მოხმარების უსაფრთხოებისთვის მთელი რიგი რეგულაციები სავალდებულო ხასიათს შეიძენს

10

„იმისთვის, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის გაზის მოხმარება იყოს უსაფრთხო, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ექსპერტიზას გადის სხვადასხვა უწყებებში და მალე წარედგინება პარლამენტს“ – ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდება პასუხისმგებლობები, შემუშავდება ახალი სტანდარტები და გარკვეულწილად სავალდებულო ხასიათსაც შეიძენს მთელი რიგი რეგულაციები.

„მეორე მიმართულება, რაზეც ვიმუშავეთ, ეს არის ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება ამ დარგში. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა ერთობლივი ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც ჩვენი სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი აკრედიტაციის ცენტრი მუშაობდა აქტიურად ტექნიკურ უნივერსიტეტთან, კონკრეტულ ფაკულტეტებთან და გვიხარია, რომ დღეს შეგვიძლია მივანიჭოთ აკრედიტაციის მოწმობა აქ არსებულ ცენტრს, რომელიც შემდგომში შეძლებს, რომ გადაამზადოს კვალიფიციური კადრები, რომლებზეც დიდი მოთხოვნა არსებობს გაზგამანაწილებელი კომპანიებისგან. სერტიფიკაცია ჩვენთვის დაცვის მნიშვნელოვანი გარანტია იქნება“ – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Comments
Loading...