თიბისი IT აკადემია სტუდენტების ახალი ნაკადის მიღებას იწყებს

14

თიბისი IT აკადემიაში Frontend Development-ის კურსებზე სტუდენტების რეგისტრაცია დაიწყო. სწავლა 2 ოქტომბერს დისტანციურ რეჟიმში  განახლდება. 5 თვის განმავლობაში, ინფორმაციული ტექნოლოგიებით დაინტერესებული ახალგაზრდები ახალი პროფესიის შესწავლას ან ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავებას სრულიად უსასყიდლოდ შეძლებენ.

კურსს სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან. თიბისის Frontend Development-ის გუნდის ლიდერები ინტენსიური თეორიული და პრაქტიკული სწავლების მეთოდით, სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემენ, რეალურ პროექტებზე იმუშაონ და გაიღრმავონ ცოდნა.

კურსზე მოსახვედრად დაინტერესებულმა პირებმა ტესტირების  და გასაუბრების ეტაპები უნდა გაიარონ, რის შემდეგაც მოხდება აპლიკანტების შერჩევა.

21 ოქტომბერს, თიბისი IT აკადემიაში კიდევ ერთ, UX – კვლევა, სტრატეგიის კურსზე დაიწყება დისტანციური  სწავლება.  2 თვის განმავლობაში 20 სტუდენტს შესაძლებლობა ექნება, უცხოელი და ქართველი პროფესიონალი მენტორებისგან მიიღოს პრაქტიკული და თეორიული ცოდნა. სტუდენტები აღნიშნულ კურსზეც  კონკრუსით შეირჩევიან, რაც  ასევე მოიცავს ტესტირების და გასაუბრების ეტაპებს.

თიბისი IT აკადემიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე კურსებზე რეგისტრაცია  შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcitacademy.ge/

საგანმანათლებლო პლატფორმა, ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია  თიბისიმ 2019 წელს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დააფუძნა. აკადემიის მიზანი ახალი თაობის განათლების ხელშეწყობა და მათთვის ისეთი ცოდნის გაზიარებაა, რაც  პროფესიონალებად ჩამოყალიბებისა და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმების შესაძლებლობას მისცემს.  თიბისის გადაწყვეტილებით, აკადემიას არსებული გამოწვევის ფონზეც არ შეუწყვიტავს სტუდენტების მიღება და სწავლება მარტიდან სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

2019 წელს თიბისი IT აკადემიაში უკვე 120-მდე  ახალგაზრდამ გაიარა Front-end და Back-end development ის კურსები.  წარმატებული 52 სტუდენტი თიბისი ჯგუფში სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა.

Comments
Loading...